01-10-2024 11:50:09 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6 პროცენტით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს ბიზნესი 823.6 ათას ადამიანს ასაქმებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.4% ქალი იყო, ხოლო 56.6% - მამაკაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8% - საშუალოზე, ხოლო 39.8% - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა (2022 წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2022 წელთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტი).
2023 წელს ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827.3 ლარს გაუტოლდა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: