
ლიეტუვამ მოქალაქეობა ჩამოართვა ექვს პირს, რომლებიც მალავდნენ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას
24/07/2024 10:19:04 ევროპა
ლიეტუვამ ექვს პირს მოქალაქეობა გაუუქმა მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ისინი მალავდნენ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას. იტყობინება LRT.
შესაბამისმა უწყებამ შემოწმება დაიწყო იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან ხშირად მოგზაურობენ რუსეთსა და ბელარუსში. საუბარია 2000–მდე პირზე. აღმოჩნდა, რომ მათგან 1700-ზე მეტს ლეგალურად აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ან ლიეტუვის მოქალაქეა და აქვს ბინადრობის ნებართვა რუსეთში ან ბელარუსში.
იმ ექვსი პირის შემთხვევაში კი, რომელთა წინააღმდეგაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაირკვა, რომ ისინი არა მხოლოდ მალავდნენ რუსეთის მოქალაქეობის ფაქტს, არამედ არ გააჩნდათ ორმაგი მოქალაქეობის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, არც ერთ მათგანს არ უპასუხა მიგრაციის დეპარტამენტის თხოვნის თაობაზე, წარედგინათ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას.
სამსახურმა შეახსენა მოქალაქეებს, რომ როდესაც ლიეტუვის მოქალაქე იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ის ვალდებულია, ამის შესახებ 2 თვის ვადაში აცნობონ მიგრაციის საქმეთა დეპარტამენტს.
როგორც იუწყებიან, სამსახური კიდევ რამდენიმე საქმეს სწავლობს.