Accentnews.ge
სიცილიაში აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა ვულკანური ფერფლის გამო

სიცილიაში აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა ვულკანური ფერფლის გამო

23/07/2024 11:36:42 ევროპა

იტალიაში ეტნადან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო სიცილიის ქალაქ კატანიას აეროპორტი დაიხურა.

აეროპორტის დახურვის გამო ფრენების ნაწილი გაუქმდა ან სხვა ახლომდებარე აეროპორტში გადამისამართდა.

კატანიას აეროპორტი სიცილიის და სამხრეთ იტალიის საჰაერო ჰაბის ფუნქციას ასრულებს და უფრო მეტ დამსვენებელს იღებს, ვიდრე სიცილიაში პალერმოს აეროპორტი.

ვულკანი ეტნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სიცილიის ქალაქ კატანიადან 40 კილომეტრში მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S