22-07-2024 23:18:32 მსოფლიო
მოსკოვის სწრაფვა, შექმნას კოსმოსური ხომალდები, რომლებიც აღჭურვილია ბირთვული ქობინით, შეიძლება იყოს პირველი კოსმოსური ომის სწრაფად განვითარებადი ეტაპის დასაწყისი,– ასე ფიქრობენ წამყვანი ამერიკელი თავდაცვის ექსპერტები, რომლებიც პენტაგონისთვის ახდენენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო კოსმოსური შეჯახების მოდელირებას, – წერს Forbes.
ორბიტაზე არსებული რუსული ბირთვული ბომბი - თუ ის გაანადგურებს აშშ-ის ერთ ან მეტ სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელ თანამგზავრს - თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის პასუხი, რომელიც ამა თუ იმ გზით იმოქმედებს აშშ-ის ბირთვულ იარაღზე, – ამბობენ ეს ექსპერტები.
ანტი-სატელიტური ბირთვული იარაღი შეიძლება იყოს მიმართული, პირველ რიგში, SpaceX-ის Starlink-ის აპარატების განადგურებაზე, – თქვა პიტერ ჰეისმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერმა, რომელიც 20 წელია, ჩართულია თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური სტრატეგიების ჩამოყალიბებაში. მან Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა:
"ვფიქრობ, რუსეთის ბირთვული ASAT სისტემა შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრების გავრცელებას, როგორიცაა Starlink.Starlink არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა უკრაინელებისთვის".
თებერვალში, მაიკ ტერნერმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთი აწარმოებს ბირთვულ კოსმოსურ იარაღს. აპრილის ბოლოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ინფორმაციით, „რუსეთი ავითარებს ახალ თანამგზავრს, რომელიც ატარებს ბირთვულ მოწყობილობას“. მაისის დასაწყისში თავდაცვის მდივნის თანაშემწემ კოსმოსური პოლიტიკის საკითხებში ჯონ პლუმმა განუცხადა კონგრესს, რომ აფეთქებამ შესაძლოა დედამიწის დაბალი ორბიტა (სადაც მდებარეობს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების უმეტესობა) გამოუსადეგარი გახადოს ერთი წლის განმავლობაში.
ექსპერტების აზრით, შესაძლო შედეგების თვალსაზრისით კიდევ უფრო სერიოზულია ამერიკული სარდლობის თანამგზავრებზე დარტყმის საფრთხე და მაღალ ორბიტებზე მდებარე ბირთვული ძალების კონტროლი. ეს თანამგზავრები საშუალებას აძლევს თეთრ სახლს, თვალყური ადევნოს სტრატეგიული რაკეტების გაშვებას და აღმოაჩინოს ბირთვული აფეთქებები დედამიწის ზედაპირზე და ორბიტაზე, და შენიარჩუნოს კავშირი პენტაგონის ხელმძღვანელობასთან ბირთვული დაპირისპირების დროსაც კი. ამ თანამგზავრებზე თავდასხმა გადალახავს "წითელ ხაზს", რომელიც დიდი ხანია, აღიარებულია როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, "რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი", – ფიქრობენ ექსპერტები.