ესტონეთის პარლამენტმა პრემიერის პოზიციაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

22-07-2024 22:25:25 ევროპა

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მიხელსი კაია კალასს შეცვლის, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

კენჭისყრამდე მიხალმა დეპუტატებს საკუთარი ხედვა წარუდგინა, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამოწვევებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდასა და ეკონომიკური ზრდისთვის გარკვეულ რეფორმებს ითვალისწინებს.

კაია კალასი ესტონეთის პრემიერის თანამდებობიდან 15 ივლისს გადადგა, მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები