აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა პასუხისმგებლობა აიღო იმ წარუმატებლობაზე, რამაც შესაძლებელი გახადა ტრამპზე თავდასხმა

22-07-2024 20:41:37 მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლიმ, რომლის უწყებაც იცავს ქვეყნის ლიდერების უსაფრთხოებას, აიღო პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რამაც შესაძლებელი გახადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმა 13 ივლისს.

ამის შესახებ მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე წარდგენისას განაცხადა.

თავის სიტყვაში ჩიტლიმ ტრამპზე თავდასხმას უწოდა "საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული წარუმატებლობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში".

მან უარი თქვა 13 ივლისის მოვლენებზე მის იურისდიქციაში მყოფი სამსახურის რეაქციაზე, გამოძიების დეტალების განხილვაზე.

მან დაადასტურა, რომ შენობა, საიდანაც ტრამპს ესროლეს, იყო „უსაფრთხოების პერიმეტრის მიღმა“ და ასევე თქვა, რომ „საკმაო რაოდენობის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო განლაგებული ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად“.

კითხვაზე, თუ რატომ არ იმუშავა ტრამპის დაცვამ თავდასხმის დღეს, მან უპასუხა, რომ თავად „იღებს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე“. თუმცა, იმავდროულად, საუკეთესო კადრად თვლის თავს "ამ დროისთვის საიდუმლო სამსახურის სათავეში".

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ შეერთებულ შტატებში გააჩინა შიში ძალადობის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება უსაფრთხოების სამსახურებში, რომლებიც იცავდნენ პოლიტიკოსს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია, თითქოს ირანი ამზადებდა ტრამპზე თავდასხმას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები