22-07-2024 16:57:26 ევროპა
მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს, სამხედრო მოსამსახურეები პოლიგრაფიის გამოყენებით შეამოწმონ. ამის შესახებ პორტალი NewsMaker იტყობინება.
ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეებს და თავდაცვის თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, შეიძლება დაექვემდებარონ სიცრუის დეტექტორით შემოწმებას. „ამავდროულად, პოლიგრაფი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მოსამსახურეების და წესიერების შესაფასებლად ოფიციალური გამოძიების/საგამოძიებო მოქმედებების დროს. ეს ხელს შეუწყობს იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდნენ თავდაცვის უწყებისთვის", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
შეთავაზებულია, რომ შემოწმებას სერთიფიცირებული სპეციალისტები განახორციელებენ.
ივნისში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ნათქვამია, რომ მოლდოვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გორგანი, რომელმაც თანამდებობა 2021 წელს დატოვა, წლების განმავლობაში იყო რუსული სამხედრო დაზვერვის ინფორმატორი და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას.მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, სანდუმ კი გორგანს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვა. მოლდოვის პროკურატურამ 13 ივნისს დაადასტურა, რომ გორგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.