14 მაისს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

22-07-2024 14:51:11 სამართალი

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, – იუწყება "მთავარი არხი". დაცვის მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით, მოსამართლე ნათია გუდაძემ არ გაითვალისწინა.

ორივე ახლგაზრდას პროკურატურა პარლამენტთან რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვა დემონსტრანტებთან ერთად 14 მაისს, პარლამენტთან, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები