საფრანგეთი რუსი ჟურნალისტების ნაწილს პარიზის ოლიმპიადაზე არ დაუშვებს

21-07-2024 19:40:06 ევროპა

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ჟურნალისტების ნაწილს 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გაშუქების ნებართვაზე უფლებაზე უარი უთხრა პოტენციური "ჯაშუშობის საფრთხის" გამო. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა გაზეთ Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟერალდ დარმანინის განცხადებით, სპეცსამსახურების მიერ შემოწმებული 960 000 დოსიედან 4 340 ადამიანს ეთქვა უარი ოლიმპიადაზე მუშაობასა და თამაშებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობაზე. მათ შორის არიან მოხალისეები, სტადიონის მუშაკები და სპორტული დელეგაციის წევრები.

ოლიმპიადა საფრანგეთის დედაქალაქში 26 ივლისს დაიწყება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები