Accentnews.ge
"უკრაინა ყოველთვის პოულობს ძალას" – ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით

"უკრაინა ყოველთვის პოულობს ძალას" – ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით

15/07/2024 08:41:19 ევროპა

ომი დღეს არის ბრძოლა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რათა ეს დამოუკიდებლობა მემკვიდრეობით მიიღონ მომდევნო თაობებმა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ივლისს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვიხსენებთ გზას, რომელიც უკრაინამ გაიარა და მთელი ძალით ვკონცენტრირდებით ბრძოლაზე, რომელიც უკრაინამ უნდა მოიგოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა საუკუნეების განმავლობაში „ინარჩუნებს საკუთარ თავს, რაც არ უნდა მომხდარიყო“, „და როგორი დამპყრობლებიც არ უნდა მოსულიყვნენ ჩვენს მიწაზე, უკრაინა ყოველთვის პოულობს ძალას არა მხოლოდ გამძლეობისთვის, არამედ შესანარჩუნებლად იმისა, რომ ჩვენ თქვენგან განგვასხვავებს – ბოროტებისგან".

„ჩვენ ვიბრძვით საშინელი მტრის წინააღმდეგ, რომელიც უსაზღვროდ შორს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან. მისი არსი არის ნგრევა, სიკვდილი, რომელიც მას მოაქვს და რომელიც ჩვენ უნდა დავძლიოთ. უკრაინა სიცოცხლეზე ნაკლებს ვერ დათანხმდება. ნაკლებას, ვიდრე საკუთარი თავის გადარჩენაა. იმაზე ნაკლებს, ვიდრე ადამიანად დარჩენაა. უკრაინა არ დაემორჩილება ბოროტებას, რომელიც სისხლს ღვრის თავისი ავადმყოფური თვითრწმენისთვის. რომელსაც სძულს როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი ჭეშმარიტებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S