Accentnews.ge
ბულგარეთში პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისთვის

ბულგარეთში პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისთვის

08/07/2024 16:39:53 ევროპა

ბულგარეთის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ პლოვდივის პროკურატურასთან ერთობლივი ოპერაციის დროს, „ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებაში“.

ბულგარული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული პლოვდივში პრორუსული მოძრაობის ლიდერი ზლატომირ დევლენსკია. ის სწავლობს რუსეთში. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ბულგარეთის სოციალისტური პარტიის კანდიდატად.

მიმდინარე წლის თებერვალში DANS-მა გამოაცხადა რუსი ცოლ–ქმრის გაძევების შესახებ, რომლებმაც ბულგარეთის მოქალაქეების ყალბი დოკუმენტების სექმნეს შემდგომი ჯაშუშური საქმიანობის მიზნით.

მანამდე ჩხრეკა ქვეყნის შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში ჩატარდა თანამშრომლების რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S