
ბერბოკი: გერმანიამ რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო დაკარგული ნდობა აღიდგინა და კვლავ არ უნდა დაკარგოს!
04/07/2024 10:58:32 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი დარჩება ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ უახლოეს მომავალში და ნატო–ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Tagesschau-ის ცნობით, მინისტრმა ბუნდესტაგში გამართული დებატების დროს განაცხადა, რომელიც მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს სამიტს მიეძღვნა.
”რუსეთი დარჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპაში ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის უახლოეს მომავალში”, - თქვა ბერბოკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა ზომები უნდა მიიღოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად:
"ეს ჩვენ არ აგვირჩევია, ეს ჩვენ არ გვინდოდა! გერმანიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ახლა დაიბრუნა დაკარგული ნდობა რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო. ჩვენ ეს არ უნდა დავკარგოთ საბიუჯეტო მოლაპარაკებების დროს", - გააფრთხილა მინისტრმა 2025 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კოალიციაში მიმდინარე დავის კონტექსტში.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.