
კიდევ ერთ რუს მილიარდერს ჩამოერთვა კვიპროსის მოქალაქეობა
04/07/2024 07:24:05 ევროპა
კვიპროსის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა მილიარდერ და კომპანია Mercury ჯგუფის მფლობელ იგორ კესაევს, იუწყება Phileleftheros.
კესაევი ფლობს რუსეთში თამბაქოს უმსხვილეს დისტრიბუტორს "მეგაპოლისს", სუპერმარკეტების საცალო ქსელს Dixie-ს და კომპანია Mercury Development-ს. Forbes-ის მონაცემებით, კესაევის ქონება 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ის რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა დააწესა სანქციები ბიზნესმენის წინააღმდეგ მისი ფონდის Monolit-ის რუსეთის მთავრობასთან კავშირების გამო. ინვესტიციის სანაცვლოდ მან კვიპროსის რესპუბლიკის პასპორტი 2012 წლის მაისში მიიღო, როგორც ამის საშუალებას იძლეოდა "ოქროს პასპორტის" პროგრამა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს და წევრობის კანდიდატებს მოსთხოვა, შეწყვიტონ პასპორტების ან ბინადრობის ნებართვების გაცემა ინვესტიციებისთვის, ასევე, ჩამოერთვათ მოქალაქეობა სანქცირებულ პირებს, რომლებიც კრემლთან არიან დაკავშირებული.
აპრილში კვიპროსმა რუს ოლიგარქებს 21 „ოქროს პასპორტი“ გაუუქმა. მათ შორის, მეორე მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ მილიარდერები ალექსანდრე პონომარენკო, ვადიმ მოშკოვიჩი, მიხაილ გუცერიევი და ალექსეი კუზმიჩევი.