Accentnews.ge
მედია: იტალია Rheinmetall-ისგან 20 მილიარდი ევროს ღირებულების ასობით ტანკის შეძენას გეგმავს

მედია: იტალია Rheinmetall-ისგან 20 მილიარდი ევროს ღირებულების ასობით ტანკის შეძენას გეგმავს

04/07/2024 06:39:00 ევროპა

იტალია Rheinmetall-ისგან 20 მილიარდი ევროს ღირებულების ასობით ტანკის შეძენას გეგმავს,– იტყობინება Reuters.

წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობა აპირებს, შეიძინოს მინიმუმ 350 ჯავშანმანქანა Lynx და 200-ზე მეტი ტანკი Panther. შეკვეთის ხანგრძლივობა 15 წელია.

კომპანიაში თქვეს, რომ კომენტარს თავის დროზე გააკეთებენ.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ იტალიის თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური ჯგუფი Leonardo აწარმოებს მოლაპარაკებებს Rheinmetall-თან ტანკების წარმოებისთვის სტრატეგიული ალიანსის შესაქმნელად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S