Accentnews.ge
ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა კიევში

ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა კიევში

02/07/2024 07:04:57 ევროპა, მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით.

1 ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

"უნგრელი პრემიერ–მინისტრი კიევში ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დისკუსიებისთვის" - თქვეს ორბანის ადმინისტრაციაში.

არსებული ცნობებით, ზელენსკი და ორბანი მშვიდობის დამყარების და უნგრულ-უკრაინულ ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S