
შმიგალი: უკრაინამ მიიღო ფინანსური მხარდაჭერის ტრანში ევროკავშირისგან 1,9 მილიარდი ევროს ოდენობით
27/06/2024 10:56:38 ევროპა
უკრაინამ მიიღო ფინანსური მხარდაჭერის ტრანში ევროკავშირისგან 1,9 მილიარდი ევროს ოდენობით Ukraine Facility–ს პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა X–ზე დაწერა.
შმიგალის თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მთლიანმა საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 მილიარდ ევროს მიაღწია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს ის.
უმაღლესმა რადამ 6 ივნისს რატიფიცირება მოახდინა ევროკავშირთან ე.წ. უკრაინის მექანიზმის გეგმის შესახებ შეთანხმების, რომელიც განსაზღვრავს რეფორმების ვალდებულებებს 2027 წლამდე.