Accentnews.ge
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა

16/06/2024 06:44:30 ევროპა

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა (2012-2017 წლებში) ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.

როგორც მან 15 ივნისს თქვა, დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ოლანდის თქმით, ის ახალი სახალხო ფრონტის სიით სამხრეთ–დასავლეთ კორეზის ოლქში იბრძოლებს საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. ახალი სახალხო ფრონტი საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციური პარტიების ალიანსია.

ფრანსუა ოლანდის თქმით, მისი ეს ნაბიჯი არასტანდარტული გადაწყვეტილებაა, რაც საფრანგეთის არაორდინალურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S