საბერძნეთის პრემიერმა ევროკავშირის არჩევნებზე მოსალოდნელზე უარესი შედეგის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის შეცვალა

14-06-2024 20:52:25 ევროპა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მთავრობა შეცვალა. თანამდებობები მხოლოდ საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა შეინარჩუნეს.

სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მოსალოდნელზე უარესი შედეგი მიიღო.კერძოდ, მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“, რომელიც 2019 წლიდან არის მმართველი პარტია, ხმების 28,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რასაც პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა – 33% და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა 40%-ს, რაც პარტიამ მიიღო 2023 წლის ივნისის ეროვნულ არჩევნებზე.

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ – 59%-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

მას უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები