რიგის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა უცნობი დრონის გამო

14-06-2024 17:21:06 ევროპა

რიგის აეროპორტმა 14 ივნისს მცირე ხნით შეაჩერა მუშაობა აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის გამოჩენის გამო. ამის შესახებ Delfi იტყობინება.

თვითმფრინავების მიღება-გაშვება მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთ-ერთმა პილოტმა აეროპორტის ტერიტორიაზე დრონი აღმოაჩინა და ამის შესახებ ადმინისტრაციას შეატყობინა. მას შემდეგ, რაც დრონმა დატოვა ტერიტორია, აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა დრონი და როგორ აღმოჩნდა ის აეროპორტის თავზე, ლატვიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის წარმომადგენელმა აივის ვინჩევსმა უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დეტალები არ გამჟღავნდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები