Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები, უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები, უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება

10/06/2024 07:03:06 ევროპა

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასძენს, რომ უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება.

“ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი: უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ სურს, გააგრძელოს მუშაობა „მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

„ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს,” - დაასკვნა მან.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S