Accentnews.ge
ჩინეთის ლიდერი მაისში საფრანგეთშიც გეგმავს ვიზიტს

ჩინეთის ლიდერი მაისში საფრანგეთშიც გეგმავს ვიზიტს

29/04/2024 09:40:32 ევროპა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობები ინარჩუნებს კარგ დინამიკას, ორივე ქვეყანას აქვს სტრატეგიული კომუნიკაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა.

„ჩინეთი მოუთმენლად ელოდება საფრანგეთთან თანამშრომლობას პოლიტიკური ურთიერთნდობის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ლინმა.

ცნობილია, რომ მაისში ჩინეტში ვიზიტს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სავარაუდო თარიღად 7 მაისი სახელდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S