
პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 –31 დეკემბერს იქნება შესაძლებელი
27/12/2019 06:10:40 სამართალი, რეკლამა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 დეკემბრიდან დაიწყება.
„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.