
აუსტრევიჩუსი: "ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ლამისაა ქვეყანა სსრკ-ში დაბრუნდეს
16/04/2024 17:29:29 ციტატა
"ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს.
მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.