საზღვარგარეთ დისიდენტებზე მონადირე ტოპ–ქვეყნებში რუსეთი და ჩინეთი მოხვდნენ

16-02-2024 22:05:33 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

მსოფლიოს ქვეყნების 20%-ის მთავრობები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ უცხოეთში თავიანთი თანამემამულე-ოპონენტების საქმიანობით, ცდილობდნენ პოლიტიკური აქტივისტების, ჟურნალისტების, ყოფილი თანამდებობის პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დევნას.2023 წელს მსგავსი რეპრესიების ლიდერები იყვნენ რუსეთი, კამბოჯა, მიანმარი, თურქმენეთი და ჩინეთი, – აცხადებს Freedom House.

Freedom House-მა დააფიქსირა მკვლელობის, თავდასხმის, უკანონო დაკავებისა და დეპორტაციის 125 შემთხვევა 25 ქვეყანაში, ორგანიზებული ან გამოწვეული მთავრობების საქმიანობის შედეგად. რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია, სულ მცირე, 18 ინციდენტზე (სულ 14,4%): კრემლი ცდილობდა ოპოზიციონერების დევნას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მათ შორის მათი დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით, წერს Freedom House.

უკვე წელს ფართოდ გახდა ცნობილი ბელარუსულ–რუსული ჯგუფის "Bi-2"-ის მუსიკოსების დაკავების ამბავი ტაილანდში, სადაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა მათი დეპორტაციის მიღწევას, რათა დაესაჯა ისინი ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის. ეს იყო ორგანიზებული ქმედება: საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატებს დაავალა დევნა რუსი მხატვრებისა და ცნობილი ადამიანების , რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვლადიმირ პუტინს და მის მიერ გაჩაღებულ ომს, იტყობინება – Bloomberg. რეჟიმის კრიტიკოსებზე ნადირობა შეთავაზებული იყო „მეგობარ“ ქვეყნებში.

2014 წლიდან, როდესაც Freedom House-მა შეაგროვა ინფორმაცია ექსტრატერიტორიული რეპრესიების შესახებ, აღმოაჩინა, რომ ყველა დოკუმენტირებული ინციდენტის 25% დაკავშირებული იყო ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების ქმედებებთან. ტოპ – 5 ქვეყანა, რომელიც ყველაზე აქტიურად ნადირობდა დევნილობაში მყოფი რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე, ასევე იყო რუსეთი, ასევე თურქეთი, ტაჯიკეთი და ეგვიპტე.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო 2018 წელს დიდ ბრიტანეთში გრუ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობა. ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თქვა, რომ მოწამვლა სანქცირებული იყო რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბენ უოლესმა პირადად ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. 2019 წელს კი ვადიმ კრასიკოვმა ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. კრასიკოვს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, სასამართლომ ასევე დადასტურდა პროკურორის მტკიცება, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების მითითებით განხორციელდა.

„აშკარაა, რომ მთავრობები არ ერიდებიან სუვერენიტეტის დარღვევას და საზღვარგარეთ მცხოვრები დისიდენტების დევნას“, - თქვა იანა გოროხოვსკაიამ, Freedom House-ის კვლევის დირექტორმა. „დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამ სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები რეალური შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრატერიტორიული რეპრესიების გამოყენება შეიძლება უფრო ფართოდ გავრცელდეს!".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები