Accentnews.ge
ნიდერლანდები, გერმანია და პოლონეთი NATO–ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გადაადგილების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ნიდერლანდები, გერმანია და პოლონეთი NATO–ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გადაადგილების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

30/01/2024 18:46:12 მსოფლიო

ნიდერლანდების, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა 30 იანვარს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ჯარებისა და იარაღის სწრაფ გადაადგილებაზე ჩრდილოეთის ზღვიდან ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგამდე. წერს Reuters.

ალიანსის ამ სამი წევრის წარმომადგენლებმა ბრიუსელში, ევროპის თავდაცვის სააგენტოს ფორუმზე მოაწერეს ხელი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ევროკავშირის სამხედრო მობილობის პროექტის ფარგლებში.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლლონგრენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჯარების სწრაფი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე.

"გეოგრაფია ისეთია, როგორიც არის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეგეძლოთ ჯარების სწრაფად გადასროლა ნიდერლანდებიდან გერმანიის გავლით პოლონეთში", - განმარტა მან.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნატომ და ევროკავშირმა დაიწყეს უსაფრთხოების გაძლიერება რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის. მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, მათ მოუწევთ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების გაგზავნა ჩრდილოეთის ზღვის პორტების გერმანიისა და პოლონეთის გავლით აღმოსავლეთ ფრონტზე.

გასულ წელს ალიანსმა გააფრთხილა წევრი ქვეყნები ევროპის მასშტაბით ჯარების გადაადგილებაზე ბიუროკრატიული წესების უარყოფითი გავლენის შესახებ და გამოსავალად შესთავაზა „სამხედრო შენგენის“ შექმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S