Accentnews.ge
ჩეხეთმა აშშ–სთან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვა გააფორმა თავდაცვის სფეროში

ჩეხეთმა აშშ–სთან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვა გააფორმა თავდაცვის სფეროში

30/01/2024 11:51:03 მსოფლიო

ჩეხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 24 მოიერიშე თვითმფრინავის (F-35) შეძენის თაობაზე დაახლოებით 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჩეხეთის ისტორიაში თავდაცვის სფეროში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვაა.

„ამ მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი არმია ახალ ეპოქაში გადადის“, - თქვა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ.

ხელშკრულების თანახმად, ჩეხეთი აშშ-სგან თვითმფრინავების პირველ პარტიას 2031 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილს 2035 წლისთვის მიიღებს და ამერიკული თვითმფირანევები შვედეთის 14 საბრძოლო თვითმფრინავს (JAS-39 Gripen) ჩაანაცვლებს.

ჩეხები ამერიკელებს 5 მილიარდ დოლარს თვითმფრინავებისთვის, პილოტების მომზადებისთვის, საბრძოლო მასალებისა და სხვა ხარჯებისთვის გადაუხდიან, ხოლო დარჩენილი თანხა ჩეხეთის ჩასლავის საჰაერო ბაზის განახლებას, საწვავსა და პერსონალის გადამზადებას მოხმარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S