მედია: რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კვლავ დრონით შეუტიეს
29/01/2024 12:35:05 მსოფლიო
დრონებით ითავს დაესხნენ "სლანეფტ–იანოს"–ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას იაროსლავში. ამის შესახებ ტელეგრამ–არხები “112”, BAZA, SHOT, Mash და Astra იტყობინებიან.
ტელეგრამ–არხების ცნობით, დრონი 29 იანვარს, გამთენიისას, ბაზის ტერიტორიაზე დაეცა.
დრონის დაცემის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ახლა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი შემოსაზღვრულია და იქ ექსპერტები მუშაობენ.
SHOT-ის თანახმად, დრონს სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა.
Astra-ს ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ქარხნის თანამშრომლები დროებით შინ გაგზავნეს.
"სლანეფტ" ნავთობის მოპოვების მხრივ რუსეთის 10 უმსხვილეს ნავთობკომპანიას შორისაა.


