ჯონ კირბი: მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება
23/01/2024 12:33:10 მსოფლიო
თეთრი სახლის შეფასებით, უკრაინაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები მისი თავდაცვისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად.
"მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება". - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მან აღწერა არსებული ვიტარება: რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს დრონებით და რაკეტებით , ამის გამო, უკრაინის სარდლობას რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს დახმარების მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, დაიწყეს საკუთარი დრონებისა და სხვა ტიპის იარაღების წარმოებაც.
ჯონ კირბიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების ერთგულია.
"ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინას ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად". - თქვა კირბიმ.


