Accentnews.ge
მედია: დრონებით შეტევის შემდეგ, რუსებს S-300 პეტერბურგში გადააქვთ

მედია: დრონებით შეტევის შემდეგ, რუსებს S-300 პეტერბურგში გადააქვთ

23/01/2024 11:12:10 მსოფლიო

ლენინგრადის რეგიონის სამხედრო ობიექტებზე უკრაინული დრონებით განხორციელებული წარმატებული დარტყმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება პეტერბურგის გარშემო. იუწყება ტელეგრამ–არხი ASTRA.

როგორც არხი წერს, ომის დაწყებიდან ლენინგრადის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატების პირველი შეტევის შემდეგ, მოსახლეობამ რეგიონში S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა შენიშნა და კადრებიც გადაუღო.

2024 წლის 18 იანვარს უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალს, ხოლო 21 იანვარს კომპანია Novatek-ის ტერმინალს უსტ-ლუგას პორტში. უკრაინული მედია წერდა, რომ ამ ღონისძიებების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S