ერმაკი: ზელენსკი ომის გაყინვას არასდროს დათანხმდება
15/01/2024 06:09:59 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი კონფლიქტის გაყინვას არასდროს დასთანხმდებიან, რადგან ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის.ამის შესახებ მან დავოსში განაცხადა.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინას სჭირდება არა გაყინული კონფლიქტი, არამედ სამართლიანი მშვიდობა და სამომავლოდ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის აღკვეთა.
რაც შეეხება უკრაინის გეგმის, „მშვიდობის ფორმულის“ დეტალებს, ერმაკის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრის მონაწილეებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ, თუმცა, ყველა ეთანხმება გეგმის ზოგად პრინცპის, რომ დაცული უნდა იყოს უკრაინის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს წესდება.


