Accentnews.ge
ზელენსკი "სამშვიდობო ფორმულის" განხილვის მიზნით დღეს დავოსში ჩავა

ზელენსკი "სამშვიდობო ფორმულის" განხილვის მიზნით დღეს დავოსში ჩავა

15/01/2024 06:02:06 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათპუნქტიანი "სამშვიდობო ფორმულის" განხილვის მიზნით დღეს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩავა, სადაც 81 ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდება.

"ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის პრეზიდენტებს, პარტიათა ლიდერებს, შვეიცარიის პრეზიდენტს, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და გამართავს რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას", - იუწყება ზელენსკის ოფისი.

ეს არის რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ უკრაინის "სამშვიდობო ფორმულას". შარშან ზელენსკიმ შეხვედრაზე წარადგინა ათპუნქტიანი ფორმულა, რომელიც, მათ შორის რუსეთის ძალების გასვლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს მოიცავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S