რუსეთის კურსკის ოლქიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან
15/01/2024 05:54:32 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
"ღამით საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს სამი რაკეტა(Точка-У) და კიევის რეჟიმის მხრიდან ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თქმით, სამი „უკრაინული რაკეტა“ ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
უკრაინას კურსკის ოლქზე იერიშის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, საიდანაც რუსული არმია რაკეტებით და დრონებით უტევს უკრაინის ტერიტორიას. 2022 წლის დეკემბერში უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომს. 2023 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა კურსკის ოლქზე დრონებით არაერთი შეტევის შესახებ.


