Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინა და საფრანგეთი, მათ შორის დრონების ერთობლივად წარმოების პერსპექტივებს განიხილავენ

ზელენსკი: უკრაინა და საფრანგეთი, მათ შორის დრონების ერთობლივად წარმოების პერსპექტივებს განიხილავენ

14/01/2024 12:29:21 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და საფრანგეთი, მათ შორის დრონების ერთობლივად წარმოების პერსპექტივებს განიხილავენ. ამის შესახებ მან საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟურნეს კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა ფაქტს, რომ საზღვარგარეთ თავისი პირველი ვიზიტისთვის სტეფან სეჟურნემ სწორედ უკრაინა შეარჩია.

"სტეფან სეჟურნეს ინფორმაცია მივაწოდე „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე. მადლობას ვუხდი საფრანგეთს ამ გლობალურ პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S