Accentnews.ge
რუსეთმა ძებნა გამოაცხადა "გაზპრომბანკის" ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომელიც ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა "გაზპრომბანკის" ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომელიც ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის

14/01/2024 07:33:42 მსოფლიო

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა "გაზპრომბანკის" ყოფილ მაღალჩინოსან იგორ ვოლობუევიზე, რომელიც ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის.

ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა "გაზპრომის" პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში.

ვოლობუევი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა უკრაინაშია დაბადებული და 18 წლის ასაკამდე იქ ცხოვრობდა. მან გასულ თვეში განაცხადა, რომ მსახურობს უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში - რომელიც ასევე მოიცავს რუსეთის "მოხალისეთა კორპუსს" და ლეგიონს "რუსეთის თავისუფლება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S