Accentnews.ge
იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

12/01/2024 18:04:32 მსოფლიო

იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, - იუწყება უნგრეთის ხელისუფლება.

"შეხვედრა 29 იანვარს უჟგოროდში გაიმართება", - წერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისი სოციალურ ქსელში.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ისეთი საკითხები, როგორებიცაა დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების უფლებები, უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების გამოყოფის მიმართ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, და ორბანის მხრიდან გამოხატული წინააღმდეგობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S