Accentnews.ge
ასტანაში ყოფილი პრეზიდენტის ნაზარბაევის ძეგლი გაქრა

ასტანაში ყოფილი პრეზიდენტის ნაზარბაევის ძეგლი გაქრა

12/01/2024 14:34:31 მსოფლიო

ასტანაში, თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი გაქრა. უნივერსიტეტის მესვეურებმა 12 იანვარს უარი განაცხადეს დაეკონკრეტებინათ რატომ მოიხსნა ძეგლი, მხოლოდ განაცხადეს, რომ ძეგლი შაბათ-კვირას გაქრა.

სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნაზარბაევის ძეგლი 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80-ე დაბადების დღის აღსანიშნავად.

2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დათხოვნილ იქნენ ოფიციალური და ბიზნეს-პოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S