მედია: რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა
12/01/2024 08:22:10 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს კიევს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხელს მოაწერს გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, – იუწყება Sky News.
გამოცემის ცნობით, სუნაკი გამოაცხადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, უსაფრთხოების გარანტიებს და ჰუმანიტარულ დახმარებას.
კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, გაერთიანებული სამეფო აიღებს ვალდებულებას, სადაზვერვო მონაცემების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების, სამედიცინო და სამხედრო წვრთნების, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 2024-2025 წლებში 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
რიში სუნაკი ირწმუნება, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მის გვერდით დგომას.


