Accentnews.ge
შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

12/01/2024 06:17:47 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამ იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ვაშინგტონის ინფორმაციით, კავშირი აქვთ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების მიღებასთან უკრაინის წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი.

9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S