Accentnews.ge
რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე მემორანდუმი გააფორმეს

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე მემორანდუმი გააფორმეს

11/01/2024 13:47:48 მსოფლიო

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე მემორანდუმი გააფორმეს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავ ზღვაზე ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის (MCM Black Sea) დაარსებას ითვალისწინებს.

ინიციატივის მიზანია ხელმძღვანელობა ოპერაციებისა, რომელთა შედეგადაც გაუვნებლებული უნდა იყოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში მოტივტივე ნაღმები.

"MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ", - აცხადებს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო.

"მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ არ მოხდება ჩანაცვლება ნატოს ყოფნის და შეკავების და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევისა შავი ზღვის არეალში", -ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S