Accentnews.ge
სეული: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური მართვადი რაკეტებიც მიჰყიდოს

სეული: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური მართვადი რაკეტებიც მიჰყიდოს

11/01/2024 09:04:56 მსოფლიო

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრ შინ ვონ სიკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გარდა, შესაძლოა, რუსეთს ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტებიც მიჰყიდოს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ფხენიანისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S