Accentnews.ge
ბლინკენი: წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

ბლინკენი: წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

10/01/2024 18:51:29 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან ბაჰრეინში ჟურნალისტებს განუცხადა.

"რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა ჰუსიტების მხრიდან მომავალი აგრესია. ჰუსიტების თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება", – განაცხადა მან.

ცნობისთვის: 9 იანვარს ამერიკულმა და ბრიტანულმა გემებმა 21 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, რაც დღემდე ჰუსიტების მხრიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. თავდასხმის შედეგად გემები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით იემენიდან თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავდასხმას განახოციელებენ ყველა გემზე, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S