Accentnews.ge
ფინეთი რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას ჯერ არ აპირებს

ფინეთი რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას ჯერ არ აპირებს

10/01/2024 15:09:25 მსოფლიო

ფინეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რუსეთის საზღვარზე კვლავაც დახურული ჰქონდეს ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი, – იტყობინება ფინეთის მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, ამ საკითხზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებენ.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ მთავრობაში არ არის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან არ ჩანს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთმა რაიმენაირად შეცვალა საზღვრების მიმართ თავისი პოლიტიკა. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია საზღვარზე ამკრძალავი ზომების გაგრძელება.

საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე მთავრობის წინა გადაწყვეტილება 15 იანვრამდე მოქმედებს. სავარაუდოდ, მთავრობა კიდევ ერთი თვით გააგრძელებს მას. ჰელსინკი კვლავაც შეშფოთებულია რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მეშვეობით ფინეთში არალეგალური მიგრანტების ტალღის საფრთხით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S