ლიეტუვამ უკრაინის სამხედრო დახმარების 200 –მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა
10/01/2024 13:20:28 მსოფლიო
ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ნაუსედა ამბობს, რომ უკრაინას "შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს".
ამასთან, მან განაცხადა, რომ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.
"იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577 ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში", - აღნიშნა ნაუსედამ.
დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ორი ქვეყნის თავდაცვის მრეწველობას შორის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიისპირეთში ტურნე დაიწყო. დღეს იგი ვილნიუსში ჩავიდა, ხვალ ლატვიასა და ესტონეთსაც ეწვევა.


