Accentnews.ge
ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა

10/01/2024 09:44:30 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა.

„ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია ჩვენი სანდო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან. დღეს ვილნიუსში ვიმყოფები, შემდეგ ტალინსა და რიგას ვეწვევი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ცნობით, იგი ლიეტუვის პრეზიდენტ პრემიერ-მინისტრთან და სეიმის სპიკერთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, მედიის, პოლიტიკური ძალებისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

„რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მთელი 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს და განსაკუთრებით ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S