აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს
10/01/2024 06:56:13 მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაშვებული 24 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, - იუწყება CNN აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხომალდები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.
„ჰუსიტებმა“ თავდასხმები ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნე ისრაელთან დაკავშირებული გემები არიან, რადგან სოლიდარობას უცხადებდნენ პალესტინელ ხალხს, თუმცა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ბრედ კუპერის განცხადებით, „ჰუსიტების“ მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ბევრ თავდასხმას ისრაელთან კავშირი არ ჰქონია.


