Accentnews.ge
ეკვადორში სატელევიზიო სტუდიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

ეკვადორში სატელევიზიო სტუდიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

10/01/2024 06:10:16 მსოფლიო

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ცოცხალი ეთერის დროს, შეიარაღებული პირებმა თავდასხმა განახორციელეს სატელევიზიო სტუდია ТС-ზე, – იუწყება BBC.

არხის თანამშრომლები მიკროფონებს მოაშორეს, იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

ეკვადორში 8 იანვარს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის ციხიდან გაქცევის და გაუჩინარების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დედაქალაქ კიტოსა და გუაიკილის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ტელეცენტრის შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებული იქნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ ხელი მოაწერა განკარგულებას „შიდა შეიარაღებული კონფლიქტის“ გამოცხადების შესახებ და რამდენიმე კრიმინალურ ჯგუფს „ტერორისტული“ და „არალეგალური“ უწოდა.

ორშაბათს ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. რვა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულ თავდასხმებში გუაიაკილში სამშაბათს, ხოლო ორი პოლიციელი მოკლეს "შეიარაღებულმა კრიმინალებმა" ახლომდებარე ქალაქ ნობოლში.

საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ციხიდან გაუჩინარდა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ადოლფო მასიას ვილამარი, მეტსახელად "ფიტო". უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ წესრიგის აღდგენას სულ მცირე ექვს ციხეში, სადაც ორშაბათს არეულობა დაიწყო.

ქალაქ რიობამბაში, თითქმის 40 პატიმარი, მათ შორის კიდევ ერთი მსჯავრდებული ნარკობარონი გაიქცა ციხიდან. სულ მცირე შვიდი პოლიციელი გაიტაცეს.

გაურკვეველია, უკავშირდებოდა თუ არა ინციდენტი გუაიკილის სატელევიზიო სტუდიაში იმავე ქალაქის ციხიდან "ფიტოს" გაუჩინარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S