Accentnews.ge
ბლინკენი: "ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს"

ბლინკენი: "ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს"

09/01/2024 19:42:01 მსოფლიო

"ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მან აშშ–ისრაელს შორის ურთიერთობებს "უნიკალური" უწოდა.

„აშშ ისრაელის გვერდით დგას დღეს, ასე იქნება ხვალ და ყოველთვის", – განაცხადა მან.

ის აღწერს მეგობრობას ისრაელსა და აშშ-ს შორის, როგორც "ნამდვილად გამონაკლისს" და "უნიკალურს".

მისივე თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწია ახლა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის.

"პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, რაც პირობები ამის საშუალებას მიეცემა", - განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დღეს ჩავიდა.

ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია თურქეთი იყო. თურქეთის შემდეგ ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთსა და ისრაელს ეწვია. აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს იორდანიაში ვიზიტის დროს მოუწოდეს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში.

ბლინკენის თქმით, აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდეს.

იგი ისრაელის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე და ეგვიპტეში ჩავა.

ცნობისთვის: 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური.

ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. "ჰამასი" აცხადებს, რომ იგი ისრაელმა მოკლა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S