რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და დუდამ სატელეფონო საუბრისას
09/01/2024 18:51:05 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"მხარეებმა შეიარაღების სფეროში უკრაინის საჭიროების საკითხი განიხილეს", – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე პოლონელი ფერმერებისა და სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ მოწყობილი ბლოკადაზე, რასაც უკრაინის ეკონომიკაში შეფერხებები მოჰყვა.
"ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დუდას ევროკავშირსა და ნატო–ში მისი ქვეყნის გაწევრიანებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერისთვის", აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.


