Accentnews.ge
რუსეთის ორიოლისა და ბრიანსკის ოლქების გარდა, დრონებით შეტევის შესახებ კურსკშიც იუწყებიან

რუსეთის ორიოლისა და ბრიანსკის ოლქების გარდა, დრონებით შეტევის შესახებ კურსკშიც იუწყებიან

09/01/2024 18:10:08 მსოფლიო

რუსეთის ორიოლისა და ბრიანსკის ოლქების გარდა, დრონებით შეტევის შესახებ კურსკშიც იუწყებიან.

"უკრაინის მხრიდან ცეცხლის დაშენის შედეგად სოფელ გორნალში დრონის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა ქალი. იერიშის შედეგად დაზიანდა ორი სახლი. დრონი ჩამოაგდეს კურჩატოვის რაიონში, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს", – აცხადებს კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.

ტელეგრამ–არხი „მეში“ იტყობინება, რომ კურსკის ოლქში დრონები კურსკის აეროპორტისკენ მიფრინავდნენ.

"კურსკის და ორიოლის ოლქების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის რვა დრონი, ხოლო ერთი – ბრიანსკის ოლქის თავზე", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზემოთხსენებულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S