Accentnews.ge
ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა

ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა

09/01/2024 15:05:58 მსოფლიო

ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში, ვიდრე ეს საჭირო იქნება", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ასევე, ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S